USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

2023-04-25 15:30:39

რამდენიმე წელიწადში ბორჯომს კიდევ ერთი მაღალი კლასის სასტუმრო შეემატება. Hilton Garden Inn-ი საკურორტო ზონაში 3 წლის შემდეგ გაიხსნება და სტუმრების მიღებას დაიწყებს. 

სასტუმროს მშენებლობისათვის ქალაქ ბორჯომში, გორკის ქუჩა N2-ში არსებული 3001.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 49%-იანი წილი Bani Group-ში შემავალმა კომპანია „ბანი 2007“-მა ელექტრონულ აუქციონზე 24 აპრილს იყიდა, რაშიც 15 17 500 ლარს გადაიხდის.

სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ გამოცხადებული აუქციონის დაწყებამდე კი აღნიშნული ლოტის ღირებულება 1 512 500 ლარს შეადგენდა. აუქციონის პირობებში კი ობიექტის შესაძლო სამომავლო განვითარების პროფილად: სასტუმრო/ტურისტული ინფრასტრუქტურა იყო მითითებული. 

როგორც კომპანია „ბანი 2007“-ში Business Insider Georgia-ს განუცხადეს არსებულ შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება და დემონტაჟს არ დაექვემდებარება. სასტუმრო სულ 138 ნომერზე იქნება გათვლილი. სასტუმრო კომპლექსი ორ შენობას გააერთიანებს, საიდანაც ერთი 2 სართულიანი, ხოლო მეორე ექვს სართულიანი იქნება.

სასტუმროში ორი საკონფერენციო სივრცე განთავსდება ( 52 კვ/მ და 250 კვ/მ ). ასევე იქნება რესტორანი 272 კვ/მ-ზე და ორი ტერასა ბარი (102 კვ/მ  და 807 კვ/მ), დახურული საცურაო აუზი/სპა სავარჯიშო დარბაზი.

რაც შეეხება 138 სასტუმრო ნომრების განაწილების კატეგორიას: Family king- 27; Twin-70; Queen- 6​; Standard king-33; Adapted -2.

როგორც „ბანი 2007“-ში აცხადებენ, სასტუმროს მშენებლობა რამდენიმე თვეში დაიწყება და სავარაუდოდ 3 წელიწადში დასრულდება. ინვესტიციის სავარაუდო ღირებულება კი 15 მლნ ლარის ფარგლებში იქნება.

აღსანიშნავია, რომ პირველი Hilton Garden Inn საქართველოში თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე გაიხსნა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები