USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბოლო 10 წელიწადში, ატმის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 150 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია

ბოლო 10 წელიწადში, ატმის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 150 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია

2024-07-15 15:15:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით გაიზარდა და 10 808 ტონას მიაღწია;

21 %-ით გაიზარდა შემოსავალიც, რომელმაც 2024 წლის 1 მაისი - 14 ივლისის მონაცემებით, 12 მლნ 200 ათასს გადააჭარბა. 5%-ით გაზრდილია ატმისა და ვაშლატამას საექსპორტო ფასიც, რომელიც ამ დროისთვის 1.13 აშშ დოლარია.

ბოლო 10 წელიწადში, ატმის და ვაშლატამას ექსპორტმა 165 ათას ტონას გადააჭარბა; ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა კი 150 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები