Bloomberg–ის სავაჭრო პლატფორმაზე ხუთშაბათს დღის მეორე ნახევარში დოლართან მიმართებით ლარი მკვეთრად გაუფასურდა.
თბილისის დროით 16:01 საათისთვის 1 აშშ დოლარი 2,6760 ლარი ღირს.
დღის განმავლობაში ლარი 0.64%–ით არის გაუფასურებული. ვაჭრობის დასაწყისში ლარი თავდაპირველად გამყარების მიმართულებით წავიდა და ყველაზე დაბალი კურსი 2,6438 ნიშნულზე დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის პირველი იანვრიდან ლარი აშშ დოლართან მიმართებით 1,6%–ით არის გამყარებული.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება