USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი დოლარი  2.6725 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი დოლარი 2.6725 ლარად ივაჭრება

2023-09-20 15:39:46

თბილისის დროით 15:32 საათისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი დოლარი 2.6725 ლარად ივაჭრება.

საქართველოს ეროვნულ ბანკში მიმდინარე პროცესების ფონზე Bloomberg–ის სავაჭრო პლატფორმაზე ლარი დღის განმავლობაში დოლართან თითქმის 1%-ით გაუფასურდა. 

დღეს, ეროვნული ბანკის ორმა ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ და დავით მესტვირიშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადეს. ამის მიზეზი სებ-ის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას გადაწყვეტილება გახდა. კერძოდ, 19 სექტემბერს სებ-მა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები