USD 2.8784

EUR 2.9941

TRY 0.0805

GBP 3.5735

RUB 0.029173

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბიტკოინის ფასმა $59 ათასს გადააჭარბა

ბიტკოინის ფასმა $59 ათასს გადააჭარბა

2024-02-28 18:30:00

ბიტკოინის ფასმა 59 ათას დოლარს გადააჭარბა. ეს პირველად მოხდა 2021 წლის 20 ნოემბრის შემდეგ.

ამის შესახებ RBC-Ukraine CoinDesk სერვისის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება.

ბიტკოინის ფასმა მკვეთრი ზრდა 25 თებერვალს დაიწყო. მაშინ ფასი 51 ათას დოლარზე მეტი იყო.

როგორც Bloomberg აღნიშნავს, ეს ტენდენცია მას შემდეგ განვითარდა, რაც გააქტიურდა ინვესტორების მოთხოვნა საბირჟო ვაჭრობის ფონდების მეშვეობით.

გარდა ამისა, პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია MicroStrategy-მ ცოტა ხნის წინ შეიძინა დაახლოებით 3000 ბიტკოინი 155 მილიონ დოლარად. კომპანია ახლა ფლობს დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ბიტკოინებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები