USD 2.8095

EUR 2.9106

TRY 0.0783

GBP 3.4877

RUB 0.028964

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბაზისბანკი მსოფლიო დაზოგვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში ჩაერთო

ბაზისბანკი მსოფლიო დაზოგვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში ჩაერთო

2023-11-20 10:39:44

ბაზისბანკი, ტრადიციულად, მსოფლიო დაზოგვის დღისადმი მიძღვნილ აქტივობებს შეუერთდა.

წლევანდელი ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკისა და მის მიერ დაარსებული ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუს მიერ ორგანიზებული პროექტის "მოიწვიე ფინედუ კლასში" ფარგლებში, ბაზისბანკის თანამშრომლებმა, ფოთისა და ქუთაისის სკოლებში მოსწავლეებს დაზოგვის თემაზე ღია გაკვეთილები ჩაუტარეს.

პრეზენტაციის შემდგომ, სიამოვნებით უპასუხეს პატარების დასმულ შეკითხვებს და დასასრულს მონაწილეები, ბაზისბანკის ბრენდირებული საჩუქრებითა და ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული კომიქსებითაც დაასაჩუქრეს.

„ბაზისბანკსა და ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუს შორის პარტნიორობა გრძელდება და წელსაც სიამოვნებით შევუერთდით მსოფლიო დაზოგვის დღისადმი მიძვნილ აქტივობებს. პროექტი "მოიწვიე ფინედუ კლასში" მნიშვნელოვანია იმით, რომ ხელ უწყოახალ თაობაში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების გაზრდასა და პოპულარიზებას. ჩვენთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ახალგაზრდების ფინანსური განათლების ხელშემწყობი აქტივობების მხარდაჭერა და მნიშვნელოვან რესურსს ვდებთ ამ მიმართულების წასახალისებლად.“ - თამარ ხადური, ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები