USD 2.8224

EUR 2.9418

TRY 0.0786

GBP 3.5382

RUB 0.028728

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბათუმში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის საჯარო ლექციები ჩატარდა

ბათუმში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის საჯარო ლექციები ჩატარდა

2023-12-13 15:55:28

ბათუმში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის საჯარო ლექციები ჩატარდა. მუდმივი განვითარების საჭიროება და წარმატება 21-ე საუკუნეში, მენეჯმენტის ფსიქოლოგია და კომუნიკაცია ორგანიზაციაში - ეს ის თემებია, რომელზეც მოწვეულმა ტრენერებმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და ზურაბ მხეიძემ სტუმართმასპინძლობის სფეროში დასაქმებულ პირებს ესაუბრნენ. ლექციების მიზანი ტურიზმის სფეროში დასაქმებულ თანამშრომელთა პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და რეგიონში მომსახურების ხარისხის ამაღლებაა.

წლის ბოლომდე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ასევე გეგმავს ტრენინგებს შემდეგი მიმართულებით „სოციალური მედიის მართვა“, „ფსიქოლოგია გიდებისთვის“ და საბაზისო კურსი სომელიებისთვის. მიმდინარე წელს, რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტურიზმის სექტორის 1000-მდე წარმომადგენელი გადამზადდა. 26 დეკემბერს, რეგიონში წლის საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლების დაჯილდოების ღონისძიება „მაგნოლია“ გაიმართება. ღონისძიებაზე გამარჯვებულებ 14 სხვადასხვა ნომინაციაში ტურისტები და აჭარის ტურისტულის სექტორის წარმომადგენლები გამოავლენენ.

 

 

 

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები