USD 2.794

EUR 2.901

TRY 0.0776

GBP 3.4794

RUB 0.02884

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბათუმში, თანამედროვე სტანდარტების საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრი აშენდება

ბათუმში, თანამედროვე სტანდარტების საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრი აშენდება

2023-08-12 16:06:31

ბათუმში, თანამედროვე სტანდარტების საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრი აშენდება. მალე, 50 000-ზე მეტი პაციენტი სამედიცინო მომსახურების მიღებას, თანამედროვე, განახლებულ სამედიცინო დაწესებულებაში შეძლებს.
რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს არსებული შენობის გაფართოვების და ბათუმის #1 მრავალფუნქციური პოლიკლინიკის მშენებლობის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის ტენდერი უკვე გამოცხადდა. 
ახალი სამედიცინო ცენტრი პაციენტებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ამბულატორიულ სერვისებს მიაწოდებს. პროექტის მიხედვით, პოლიკლინიკის ახალი შენობა დღეისათვის მოქმედი დაწესებულების გვერდით აშენდება. 
რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ ასევე სასწრაფო დახმარების სამსახური დაიწყებს ფუნქციონირებას. პროექტის განხორციელებით დაწესებულების 160-მდე დასაქმებულის სამუშაო პირობები გაუმჯობესდება. ტერიტორიაზე ავტოპარკი და სამედიცინო ბრიგადებისთვის საჭირო სივრცეები მოეწყობა. 
პროექტების მართვის კომპანიის კონკურსში გამარჯვებული კონცეფციის შესაბამისად, ბათუმში, ჟიული შარტავას 13-ში სამშენებლო დოკუმენტის პროექტის მომზადება მიმწოდებელმა, არაუმეტეს 110 კალენდარული დღეში უნდა განახორციელოს. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 320 080  ლარს შეადგენს. წინადადების მიღება მიმდინარე წლის 12 სექტემბერს დასრულდება. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები