„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი ხელოვნურიკუნძულის პროექტის ფარგლებში 2023 წლის 21 ივნისს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოშისკოპინგის ანგარიშის წარდგენის პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს დამატებითი კვლევები,რაც უზრუნველყოფს ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი ხელოვნური კუნძულისკონსტრუქციულ მდგრადობას.
2023 წლის 21 ივლისს დაიწყო პროექტის საინჟინრო მოდელის ტესტირება, რომელსაც თურქეთისტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურული ინვესტიციებისგენერალური დირექტორატი ხელმძღვანელობს ქალაქ ანკარაში. ტესტები ტარდება ჰიდრავლიკურლაბორატორიაში, რომელიც აღჭურვილია ტალღის ავზით და ტალღური ნაკადების მოდელირებისსისტემებით, ზომით – 40X0.6X1.2.
მოდელირების პროცესში ჰიდრავლიკურად მოწმდება ორი ტალღის კვეთა და იზომება ტალღისგადახურვის სიჩქარე. ტესტირება მიმდინარე წლის 20 სექტემბრამდე გაგრძელდება.
გარემოს ეროვნულ სააგენტოში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ანკარაშიმიმდინარე კვლევებში „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მოწვევით ლაბორატორიულ კვლევებს დაზღვაში მოსაწყობი კონსტრუქციების საინჟინრო და კონსტრუქციული გადაწყვეტილებებისტესტირებებს ადგილზე გაეცნენ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებიც.
თურქეთის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურული ინვესტიციების გენერალურიდირექტორატი 100 წელზე მეტია, რაც არსებობს და საზღვაო სერვისების მიწოდების რვა ათეულწელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს. დირექტორატი ამჟამად სხვადასხვა ადგილობრივ დასაერთაშორისო პროექტზე სარკინიგზო კვლევა-მშენებლობის, ნავსადგურებისკვლევა-მშენებლობის, აეროპორტების კვლევა-მშენებლობის, ელექტრიფიკაციის და სხვა მრავალიმიმართულებით მუშაობს.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში