ბათუმის ბულვარს მალე საექსპოზიციო კიოსკები შეემატება, სადაც სხვადასხვა სახის სუვენირების და ბრენდირებული ნივთების რეალიზაცია მოხდება. ბულვარის ტერიტორიაზე საექსპოზიციო კუთხის (კიოსკი) მოწყობის სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვაზე ტენდერი სსიპ "ბათუმის ბულვარმა“ უკვე გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა შესაბამისი განაცხადი 27 ნოემბრის ჩათვლით უნდა გააკეთონ. ლოტის ბიუჯეტი 221 433 ლარია.
ტენდერში გამარჯვებული სუბიექტი ვალდებულია საექსპოზიციო კუთხის (კიოსკი) მოწყობის სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში განახორციელოს.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში