USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბათუმიდან და ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით მატარებლები დაიძრნენ - საქართველოს რკინიგზა

ბათუმიდან და ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით მატარებლები დაიძრნენ - საქართველოს რკინიგზა

2023-06-30 00:37:20

მიუხედავად იმისა რომ დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით მატარებლები დაიძრნენ საქართველოს რკინიგზა მგზავრებს შესაძლო შეფარხებების შესახებაც აფრთხილებს: 

 

,,ძვირფასო მგზავრებო, ბათუმი-თბილისისა და ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები დაიძრნენ. უამინდობის გამო, შესაძლოა შეფერხება იყოს გზის სხვა მონაკვეთებზეც. დამატებით გაწვდით ინფორმაციას, რომ წიფას მოლითის გადასარბენზე იგივე მდგომარეობა იყო. ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ. კომპანიის თანამშრომლები სრულად მობილიზებულები არიან. მიუხედავად იმისა, რომ შეფერხებები საქართველოს რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზებით იყო გამოწვეული, მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ მგზავრობის საფასური", - აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები