ძალიან მნიშვნელოვანია ბათუმისთვის სივრცითი განვითარება და გენგეგმა, რომელიც ჩვენს ქალაქს არ გააჩნდა. ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, გაწერილია კონკრეტული ეტაპები, შესრულების ვადები, - ამის შესახებ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა განაცხადა.
„რამდენიმე ეტაპი წარმატებულად გავიარეთ. ამ პროცესში ჩართულობა, როგორც უცხოელი ექსპერტების, ისე ადგილობრივი ურბანისტების არის ძალიან მაღალი, ვინაიდან ბათუმი არის მზარდი, როგორც საინვესტიციო, ისე ტურისტული მიმართულებით. ბოლო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა. პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ გენერალურმა გეგმამ ასახოს არსებული ვითარება და მდგომარეობა რაც ქალაქში გვაქვს და სულ მცირე 10-წლიანი პერსპექტივა, როგორც ურბანული, ისე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით“, - აღნიშნა ბათუმის მერმა.
მისი შეფასებით, სამუშაოები არის მოცულობითი, კონკრეტული ეტაპი მოითხოვს შესაბამის ვადებს.
„ასევე უნდა მოხდეს პოზიციების შეჯერება, როგორც შემსრულებელი კომპანიის მხრიდან, ისე ქალაქის სამომავლო განვითარების კუთხით. ეს პროცესი იქნება ერთმანეთთან სინთეზში და ის ვადა, რაც დასჭირდება სამართლებრივად და ხელშეკრულებით დადგენილი წესით ბოლომდე იქნება გამოყენებული“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
გენგეგმის მომზადებისთვის გამოცხადებულ კონკურსში კომპანია „სითი ინსტიტუტმა“ 2021 წლის ივლისში გაიმარჯვა. პირველადი გეგმის მიხედვით ქალაქს განაშენიანების გეგმა 1,5 წელში უნდა ჰქონოდა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება