ბათუმის მერის არჩილ ჩიქოვანის განცახებით ბათუმი და აჭარა, საინვესტიციო მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოა.
„ჩვენთვის, ბუნებრივია, ქალაქის განვითარება ნიშნავს როგორც სერვისების გაუმჯობესებას, ასევე ახალი განთავსების ადგილების, ახალი სასტუმრო ობიექტების ექსპლუატაციაში შესვლას. ამავდროულად, სხვადასხვა მიმართულებით, იქნება სავაჭრო სფერო, თუ მომსახურების სეგმენტი, სრულყოფისკენ მივილტვით. აქ ჩართულია როგორც ბათუმის მუნიციპალიტეტი, ისე აჭარის მთავრობა. მიხარია, რომ კონკრეტულად ბათუმი და აჭარა, ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და ამავდროულად, მზარდი საინვესტიციო მიმართულება არის და რჩება გარკვეული პოტენციალი, რათა განვითარდეს ამ მიმართულებით ჩვენი ქალაქი და ჩვენი რეგიონი“, - განაცხადა ბათუმის მერმა.
მისი თქმით, როგორც უძრავი ქონების ნაწილში, ასევე სხვა მიმართულებითაც ზრდა. დაახლოებით 10%-ზე მეტია.
„ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ნიშნავს იმას, რომ ამ მიმართულებითაც გვექნება სიახლეები”,- აცხადებს ბათუმის მერი.
რაც შეეხება კონკრეტულ ინვესტიციებს, არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, აჭარაში ბევრი მიმდინარე პროექტია.
„რამდენიმე დღის წინ გაიხსნა ახალი სასტუმრო იმ ზოლში, რომელიც მრავალფუნქციური ცენტრის სახითაა წარმოდგენილი, როგორც სასტუმრო განთავსების, ასევე სავაჭრო ცენტრის ნაწილში. ძალიან ბევრი სხვა პროექტია მიმდინარე, რომელიც ეტაპობრივად დასრულდება. მათ შორის, საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები, როგორებიცაა InterContinental-ი, Best Western-ი და სხვა“,- განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.
თბილისში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი იმართება.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება