USD 2.794

EUR 2.901

TRY 0.0776

GBP 3.4794

RUB 0.02884

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბაკურიანში მოთხოვნა საშუალო სეგმენტის ბინებზეა

ბაკურიანში მოთხოვნა საშუალო სეგმენტის ბინებზეა

2023-08-02 09:00:13

2023 წლის მე-2 კვარტალში ბაკურიანში 209 ბინა გაიყიდა (-9.9% წ/წ და -10.7% კვ/კვ). როგორც Galt & Taggart-ის კვარტლურ ანგარიშშია აღნიშნული, 2023 წლის I ნახევარში მცირე და საშუალო ზომის ბინებმა (26-80 მ2 ) ბაზრის 96.0% შეადგინა.

ამასთანავე, გაყიდული ბინების უმეტესი ნაწილი იყო საშუალო ფასის სეგმენტიდან ($801-1,200).

2023 წლის მე-2 კვარტალში ბაკურიანში ბინების საშუალო შეწონილმა ფასმა 1,112 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიური 0.9%-იანი ზრდაა.

2023 წლის მე-2 კვარტალში, ბაკურიანში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 8.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიური 19.1%-იანი და კვარტალური 24.2%-იანი შემცირებაა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები