USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბაქო-თბილისი-ყარსის საქართველოს მონაკვეთზე სარემონტო სამუშაოების გამო „აზერბაიჯანის რკინიგზამ“ დამკვეთებს ალტერნატიული მარშრუტი შესთავაზა

ბაქო-თბილისი-ყარსის საქართველოს მონაკვეთზე სარემონტო სამუშაოების გამო „აზერბაიჯანის რკინიგზამ“ დამკვეთებს ალტერნატიული მარშრუტი შესთავაზა

2023-08-24 12:40:46

„აზერბაიჯანის რკინიგზის“ შვილობილმა კომპანია  ADY Container-მა, ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთზე სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობის გამო, დამკვეთებს ალტერნატიული მარშრუტი შესთავაზა.

ამის შესახებ ინფორმაციას ADY Container ავრცელებს.

ირკვევა, რომ ახალი მარშრუტით ტვირთები თურქეთის დერინჩას, მერსინის, ალსანჯაკის, მარპორტის და ევიაპის პორტებიდან საქართველოში ფოთისა და ბათუმის პორტებამდე გემებით გადაიგზავნება. პორტებში, კონტეინერები გადაიტვირთება პლატფორმებზე და სარკინიგზო ტრანსპორტით მიიტანენ ბაქოს პორტში. შემდეგ ტვირთი გაიგზავნება აქტაუს (ყაზახეთი) და თურქმენბაშის (თურქმენეთი) პორტებში, იქიდან კი რკინიგზით ცენტრალური აზიის მიმართულებით.

„ეს ახალი სარკინიგზო-საზღვაო კავშირი უზრუნველყოფს საქონლის დროულ მიწოდებას დანიშნულების სადგურებზე და მიწოდების ჯაჭვის მთლიანობას“, - ნათქვამია ADY Container-ის განცხადებაში.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები