BTC-ით (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით) ტრანსპორტირებული აზერბაიჯანული ნავთობის მოცულობა ცნობილია.
2024 წლის იანვარ-თებერვალში, მაგისტრალური ნავთობსადენებით, 6,307,700 ტონა ნავთობია ტრანსპორტირებული, რაც 4,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, - ნათქვამია სახელმწიფო სტატისტიკური კომიტეტის ანგარიშში.
ამჟამად BTC ნავთობსადენით აზერი-ჩირაგ-გუნეშლის საბადოდან ნავთობის და შაჰ-დენიზის საბადოდან კონდენსატის გატარება ხდება, ასევე ნავთობსადენით კომპანია SOCAR-ის ნავთობის გადაქაჩვაც ხორციელდება. BTC ასევე ახორციელებს ნავთობის ტრანსპორტირებას კასპიის ზღვის რეგიონის რიგი სხვა ქვეყნებიდან.
BTC ნავთობსადენის სიგრძე 443 კილომეტრია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი საქართველოს ტერიტორიაზე და 1076 კილომეტრი თურქეთში ჯეიჰანის საზღვაო ტერმინალამდე.
BTC არის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი მილსადენი მსოფლიოში. მისი მშენებლობა საქართველოში 2005 წელს დასრულდა.
BTC Co-ს აქციონერები. არიან: bp (30,1%); SOCAR (25%); MOL (8,9%); Equinor (8,71%); TPAO (6,53%); ENI (5%); Itochu (3,4%); ExxonMobil (2,5%); INPEX (2.5%), TotalEnergies (5%) და ONGCVidesh (2.36%).
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში