ნავთობის ექსპორტი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით 12%-ით გაიზარდა, 72 ათასი ბარელით დღეში და საშუალოდ 671 ათასი (ბარელი/დღეში) შეადგინა.
მონაცემები OPEC-ის ყოველთვიურ ანგარიშშია წარმოდგენილი.
OPEC-ის ინფორმაციით, ნავთობის ტრანსპორტირება მილსადენით სუფსის ტერმინალამდე ჯერ კიდევ არ ხდება.
OPEC-ის გამოთვლებით, ნავთობის ექსპორტი ცენტრალური აზიიდან სექტემბერში საშუალოდ 222 ათასი ბარელი იყო, რაც 2%-ით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებლებთან, მაგრამ 4%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით.
მთლიანი ექსპორტი შავი ზღვის რეგიონიდან CPC ტერმინალიდან გაიზარდა 7%-ით, ანუ 89 ათასი ბარელით დღეში, საშუალოდ 1,4 მლნ ბარელი/დღეში, რაც 35%-ით, ანუ 364 ათასი ბარელით მეტია გასული წლის იმავე თვესთან შედარებით.
ნავთობპროდუქტების მთლიანი ექსპორტი რუსეთიდან და ცენტრალური აზიიდან სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით 2%-ით შემცირდა, საშუალოდ 2,4 მლნ ბარელი დღეში, მაგრამ შეესაბამებოდა გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელს.
„კლება 2023 წლის სექტემბერში ძირითადად გამოწვეულია ბენზინის მიწოდების შემცირებით“, - ნათქვამია OPEC-ის ანგარიშში.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში