USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ახალი წესის ამოქმედებამდე რამდენიმე კომპანიამ მედიკამენტებზე ფასი მკვეთრად შეამცირა  - ჯანდაცვის მინისტრი

ახალი წესის ამოქმედებამდე რამდენიმე კომპანიამ მედიკამენტებზე ფასი მკვეთრად შეამცირა - ჯანდაცვის მინისტრი

2023-02-15 17:25:51

800-ზე მეტ მედიკამენტზე მაქსიმალური ზედა ზღვარი რეფერენტული ფასის მიხედვით არის დადგენილი.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

 

 

„15 იანვარს გამოვაქვეყნეთ რეფერენტული ფასები. ამ ცვლილების ასამოქმედებლად ვადა ერთი თვით განისაზღვრა. დაახლოებით 1200 დასახელების მედიკამენტიდან ნაწილი გასაჩივრდა. დაახლოებით 400 მედიკამენტზე ფასის გადახედვა მოხდა, მათთან დაკავშირებითაც ერთთვიანი ვადა განისაზღვრა და რეგულაცია 15 მარტიდან შევა ძალაში. ჯამში 15 მარტიდან 1200 მედიკამეტზე რეფერენტული ფასი ამოქმედდება.

დღეის მდგომარეობით, კი მათი ოდენობა 800-ს აჭარბებს. ფარმაცევტულ სექტორთან თანამშრომლობა საკმაოდ კარგად მიმდინარეობს და ახალი წესის ამოქმედებამდე რამდენიმე კომპანიამ ფასი მკვეთრად შეამცირა”,-აცხადებს აზარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან მედიკამენტების ნაწილზე რეფერენტული ფასების სისტემა ამოქმედდა. ​​​​​​​

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები