USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ავტოსადგურებს  სჭირდება სპეციალური სტანდარტების შემოტანა - ირაკლი ღარიბაშვილი

ავტოსადგურებს სჭირდება სპეციალური სტანდარტების შემოტანა - ირაკლი ღარიბაშვილი

2023-06-05 15:01:53

ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს დღეს დედაქალაქში თუ ქალაქებში თუ რაიონებში არსებულიავტოსადგურები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ეს ყველაფერი ძალიან მალე უნდა მოწესრიგდეს და წლის ბოლოდან დაიწყებაეს პროცესი. „გახსოვთ, წინა კვირას ჩვენ დავაანონსეთ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა. ჩვენ ამის თაობაზებატონი ლევან დავითაშვილიც გესაუბრათ.

ეს რეფორმა შეეხება საავტომობილო, სამგზავროგადაყვანას ქვეყნის შიგნით. ეს სფერო არის მოსაწესრიგებელი. დამეთანხმებით, რომ ყველგან პრობლემებია, თუნდაც ავტოსადგურების მიმართულებით. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

დღესდედაქალაქში თუ ქალაქებში თუ რაიონებში არსებული ავტოსადგურები. ამას სჭირდებასპეციალური სტანდარტების შემოტანა. ჩვენ გადმოგვაქვს ევროპული სტანდარტები. ჩვენ რა თქმაუნდა, მივცემთ გონივრულ ვადებს ამ ავტოსადგურების მფლობელებს. ასევე, გადამყვან კომპანიებს თუ ცალკეულ ინდივიდებს, ფიზიკურ პირებს.

აუცილებელია, რომ ჩვენი ხალხისგადაყვანა, მგზავრობა იყოს კომფორტული და უსაფრთხო. აქ ეკოლოგიაზეც არის საუბარი. მაგალითისთვის გეტყვით, რომ, ხალხის გადაყვანა ხდება ე.წ. სამარშრუტო ტაქსებით, რომელიცხშირ შემთხვევაში არის გადაკეთებული, რაც რა თქმა უნდა, არ არის უსაფრთხო და მეორეს მხრივ, ძალიან არაკომფორტულია. მე პირველ რიგში, უსაფრთხოებაზე მინდა გავაკეთო აქცენტი. უსაფრთხოებაზე და შემდეგ კომფორტზე. ამიტომ, ამ მიმართულებით ჩვენ დავიწყეთ უკვემუშაობა.

ეს ყველაფერი აღირიცხება, უნდა იყოს მოწესრიგებული, უნდა ჩანაცვლდეს, უნდა იყოსთანამედროვე სტანდარტების სამარშრუტო ტაქსები და ეს ყველაფერი ძალიან მალე უნდამოწესრიგდეს, სულ რაღაც წელიწად-ნახევარში და წლის ბოლოდან დაიწყება ეს პროცესი ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები