USD 2.8761

EUR 2.9929

TRY 0.0804

GBP 3.5776

RUB 0.029468

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ავიაბილეთის ფასები კვლავ გაიზრდება

ავიაბილეთის ფასები კვლავ გაიზრდება

2023-08-24 13:03:43

ავიაბილეთების ფასები კიდევ გაიზრდება. ტარიფები იზრდება მაღალი მოთხოვნისა და დაბალი მიწოდების/გამტარუნარიანობის გამო.

გაიზარდა ასევე ავიაგადამზიდავების საბაზო ხარჯებიც. ამის შესახებ Travel Weekly ექსპერტებზე დაყრდნობით წერს.

ასე რომ, Ryanair-ის ხელმძღვანელმა მაიკლ ო’ლირიმ აღნიშნა: “ჩვენი ყველა კონკურენტი მგზავრობის ტარიფების 20%-იან ზრდაზე საუბრობს.”

ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სექტორში ფასების ზრდა აღინიშნება ავიაციის სექტორშიც. პროგნოზირებულია, რომ ნავთობის ფასების მნიშვნელოვანი ვარდნის მიუხედავად საოპერაციო ხარჯები წელს 8,1%-ით გაიზრდება.

საავიაციო საწვავი 2,5-ჯერ ძვირი რჩება ვიდრე 20 წლის წინ იყო და მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი მწარმოებელი საუდის არაბეთი ნავთობის ფასების ბარელზე მინიმუმ 80 დოლარამდე შენარჩუნებას ისახავს მიზნად.

IATA-ს (საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია) შეფასებით, რომ 2023 წელს ავიაკომპანიის ხარჯების 28%-ი საწვავზე მოდის, რაც 2022 წლის 30%-დან შემცირებაა, მაგრამ მაინც ოთხი პროცენტული პუნქტით აღემატება 2019 წლის მაჩვენებლებს.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები