USD 2.8224

EUR 2.9418

TRY 0.0786

GBP 3.5382

RUB 0.028728

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ავიაბილეთი 19,99 ევროდ - Wizz Air-ი ფასდაკლების აქციას აცხადებს

ავიაბილეთი 19,99 ევროდ - Wizz Air-ი ფასდაკლების აქციას აცხადებს

2023-12-06 09:04:02

ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ფასდაკლების აქციას აცხადებს. ირკვევა, რომ Wizz Air-ის სანტას ავიაკომპანიის მგზავრებისთვის საკმაოდ კარგი შეთავაზებები აქვს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ერთი მილიონი ადგილი ხელმისაწვდომია მხოლოდ 19,99 ევროდ შერჩეულ ფრენებზე. 

„იჩქარეთ და დაჯავშნეთ თქვენი ბილეთები ახლავე!

ჰო ჰო ჰო! სანტა მოვიდა თქვენთან სიურპრიზით! ერთი მილიონი ადგილი ხელმისაწვდომია მხოლოდ 19,99 ევროდ შერჩეულ ფრენებზე!

საშობაოდ სახლში მიდიხართ თუ დღესასწაულებს სხვაგან აღნიშნავთ, დროა აიღოთ ბილეთი. დაჯავშნეთ ახლავე და იმოგზაურეთ 2024 წლის 15 მარტამდე“, - აცხადებენ ავიაკომპანიაში. 

19,99-ევროიანი ტარიფი ვრცელდება 2023 წლის 06 დეკემბრის 00:00-დან 23:59-მდე (CET) შერჩეულ ფრენებზე. ფასდაკლებული ადგილების მითითებული რაოდენობა (1 000 000) ვრცელდება მხოლოდ შერჩეულ ფრენებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია wizzair.com-ზე და WIZZ-ის მობილურ აპში სააქციო პერიოდში. მგზავრობის პერიოდი შეზღუდულია. მგზავრობა უნდა შესრულდეს 2024 წლის 15 მარტამდე. სარეკლამო აქცია ვრცელდება მხოლოდ wizzair.com-ზე და WIZZ-ის მობილურ აპში გაფორმებულ ჯავშნებზე. სარეკლამო აქცია არ ვრცელდება ჯგუფურ ჯავშნებზე.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები