„აწარმოე საქართველოში“ ახალ ფუნქციას შეითავსებს და კომპანიებს ფასიანი ქაღალდების გამოშვებაში დაეხმარება. როგორც Business Insider Georgia-სთან სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა განაცხადა, აღნიშნულ ფონდში სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ლიმიტირებული პარტნიორი იქნება.
„ასევე, აუცილებლად შევქმნით ფონდს, რომლის ლიმიტირებული პარტნიორი ვიქნებით - ჩვენი თანხით შევალთ, თუმცა შემდეგ ყველა საერთაშორისო წესის დაცვით, მაქსიმალურად ბევრ საერთაშორისო ინსტიტუტს შემოვიყვანთ და შესაბამისად გაჩნდება მცირე და საშუალო ბიზნესის ე.წ. „ექვითი ფონდი“ (Equity Fund), ამასთან ერთად, საუბარია asset based financing-ზე ანუ უძრავ აქტივებზე დაფუძნებულ დაფინანსებაზე, შესაბამისი პლატფორმის შექმნაზე. ასე რომ, როგორც ხედავთ სააგენტოს ფარგლებში ბიზნესისთვის ახალი მექანიზმები გაჩნდება“ - აცხადებს ხიდურელი.
მისივე განმარტებით, სააგენტოს ფარგლებში ბიზნესისთვის ახალი მექანიზმები გაჩნდება.
„დღეს არსებობს ბიზნესის სეგმენტი, რომელიც რჩება ბანკის დაფინანსების მიღმა იმ ნაწილში, რომ კრედიტით არის გადატვირთული, მას ვეღარ აძლევს ბანკი მეტ სესხს, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას ნამდვილად აქვს განვითარების პერსპექტივა. ამ კომპანიებს სჭირდებათ ახალი მექანიზმი და სწორედ ეს იქნება „ექვითი ფონდი“ , - ამბობს ხიდურელი.
უახლესი
9 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება9 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში