USD 2.7894

EUR 3.0396

TRY 0.0763

GBP 3.607

RUB 0.032608

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
არცერთი კილოგრამი ყურძენი  არ დარჩება ჩაუბარებელი - ირაკლი ღარიბაშვილი

არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი - ირაკლი ღარიბაშვილი

2023-09-04 14:44:00

არცერთი კილოგრამი დაზიანებული ყურძენი, იქნება დასეტყვილი თუ ჩვეულებრივი, არ დარჩება ჩაუბარებელი. სახელმწიფო ჩაიბარებს 90 თეთრად, მათ შორის დასეტყვილ ყურძენსაც, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ რამდენიმე კვირის წინ განვაცხადეთ, რომ სუბსიდიას შევინარჩუნებდით. ასევე ვთქვით, რომ დაზიანებულ ყურძენს სახელმწიფო 90 თეთრად ჩაიბარებდა. ახლა ვიცით, რომ რამდენიმე დღის წინ ძალიან ძლიერი სეტყვა მოვიდა კახეთში, დაისეტყვა ვენახები. ხალხს ყურძენი გამზადებული ჰქონდა ჩასაბარებლად და სამწუხაროდ სეტყვა მოვიდა. ამის მიუხედავად, მინდა მკაფიოდ განვაცხადო და დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ არცერთი კილოგრამი, დაზიანებული იქნება, დასეტყვილი თუ ჩვეულებრივი, არ დარჩება ჩაუბარებელი. სახელმწიფო ჩაიბარებს 90 თეთრად მათ შორის დასეტყვილ ყურძენსაც“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები