USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
არც კადრია და არც ინტერესი, გვიჭირს თანამშრომლების აყვანა - ,,კულა"

არც კადრია და არც ინტერესი, გვიჭირს თანამშრომლების აყვანა - ,,კულა"

2023-11-21 09:00:59

წვენების, ჯემებისა და კონსერვების მწარმოებელი კომპანია „კულა" კადრების სიმცირეს განიცდის. როგორც საწარმოს დამფუძნებელი ვანო გოგლიძე Business Insder Georgia-თან ამბობს, განსაკუთრებით ტექნიკური კადრების დეფიციტია, ამიტომ იძულებული არიან თვითონ გადაწყვიტონ ეს პრობლემა და სპეციალისტები გადაამზადონ.

„კადრების დიდი დეფიციტია, ჩვენც შეგვეხო ეს პრობლემა, ვცდილობთ, დამოუკიდებლად მოვაგვაროთ.  განსაკუთრებით პროფესიული კადრი ჭირს, მაგალითად, შემდუღებლებსა და სხვადასხვა ტექნიკურ პოზიციაზე პროფესიონალების სიმცირეა.  ამიტომ ინტენსიურად ვახორციელებთ თანამშრომლების გადამზადებას, რომ პროფესიულ წინსვლაში დავეხმაროთ. სამწუხაროდ, ინტერესიც ნაკლებია, ვასწავლით ჩვენ თვითონ, დასაქმების პერსპექტივით, მაგრამ მსურველი მაინც ძალიან ცოტაა. ამ ყველაფერზე  კადრების გადინებამაც მოახდინა გავლენა, ძალიან რთული სიტუაციაა", - ამბობს ვანო გოგლიძე.

ამდენად, როგორც საქართველოში ერთ-ერთი დიდი წარმოების დამფუძნებელი ამბობს, მზად არის,  პროფესიულ წინსვლაში დაეხმაროს ნებისმიერს, ვისაც  მუშაობის სურვილი აქვს და წარმოებისთვის მისაღებია.

ცნობისთვის, კომპანია 2009 წლიდან ოპერირებს და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით გამოირჩევა. ამჟამად კომპანია „კულას“ აქვს 5 საწარმო, აქედან, 4 მდებარეობს გორში და 1 ახალციხეში.

კომპანიაში 300-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები