USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
არც ერთი ჩვენი რეგულაცია და მათ შორის, სანქციებთან დაკავშირებული რეგულაცია არ ეძღვნება არც ერთ კონკრეტულ სახელს და გვარს - ნათია თურნავა

არც ერთი ჩვენი რეგულაცია და მათ შორის, სანქციებთან დაკავშირებული რეგულაცია არ ეძღვნება არც ერთ კონკრეტულ სახელს და გვარს - ნათია თურნავა

2023-12-13 16:06:17

ჩვენი ნებისმიერი რეგულაცია მიმართულია იქითკენ, რომ ჩვენი კონსტიტუცია, ჩვენი კანონმდებლობა დაცული იყოს და ეფექტურად მოხდეს ჩვენი საერთაშორისო ვალდებულების აღსრულება საბაკო სისტემის მხრიდან. ამიტომ, ნუ ეცდებით კონკრეტული სახელის და გვარის დარქმევას, მიწებებას ჩვენი რომელიმე გადაწყვეტილებებისთვის, მით უფრო, რომ დღესდღეობით საერთოდ არარელევანტურია ეს საკითხი“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა. 

„კონკრეტულ სახელებს და გვარებს იმიტომ არ ვახსენებ, რომ არც ერთი ჩვენი რეგულაცია და მათ შორის, სანქციებთან დაკავშირებული რეგულაცია არ ეძღვნება არც ერთ კონკრეტულ სახელს და გვარს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

მისივე განცხადებით, არარეზიდენტებთან დაკავშირებით სანქციების აღსრულების წესი არის საჯარო და ნებისმიერს შეუძლია გაეცნოს. 
„კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ზედმიწევნით ვიცავთ საერთაშორისო ვალდებულებებს. საბანკო სისტემა ერთგულია სანქციების დაცვის პრინციპისადმი. ჩვენ სანქციების არიდებას ჩვენს სივრცეში არ დავუშვებთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები