ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სებ-ი საქართველოს ეკონომიკის 2023 წლის პროგნოზს მაისში გადახედავს.
მისივე თქმით, მოსალოდნელია, რომ საპროგნოზო მაჩვენებელი 4%-დან 4,5%-მდე გაიზარდოს.
„ჩვენ 10 მაისს გვექნება მონეტარული პოლიტიკის ანგარიში, გადავხედავთ პროგნოზებს, მათ შორის ეკონომიკურ ზრდაზეც და შემიძლია ვთქვა, რომ სებ-ის პროგნოზი 4% იყო და მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 4,5-მდე გავზრდით“, - განაცხადა მესტვირიშვილმა.
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 7.2 პროცენტით განისაზღვრა.
უახლესი
9 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება9 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში