USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აპრილში ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ ₾54 მილიარდს გადააჭარბა

აპრილში ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ ₾54 მილიარდს გადააჭარბა

2024-05-27 18:00:00

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2024 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით 730.66 მლნ ლარით (1.36%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.66%-ით გაიზარდა) და აპრილის ბოლოს 54.51 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 435.78 მლნ ლარით (1.47%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2024 წლის აპრილის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 8.82 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.20%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 15.47 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.71%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.37%-ით მეტი).

 

2024 წლის აპრილის განმავლობაში 1.72%-ით, ანუ 481.62 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და აპრილის ბოლოსათვის 28.41 მლრდ ლარი შეადგინა.

 

2024 წლის აპრილის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.25 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.06 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.10 პროცენტული პუნქტით).

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები