USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ანალიტიკოსები ოქროს გაძვირებას პროგნოზირებენ

ანალიტიკოსები ოქროს გაძვირებას პროგნოზირებენ

2023-08-13 09:56:38

ოქროს ფასმა 2024 წელს შესაძლოა, გლობალური რეცესიის მოლოდინისა და მსოფლიოს მთავარი ცენტრალური ბანკების განაკვეთების ზრდის ციკლის დასრულების საფრთხის გამო მაქსიმუმს მიაღწიოს..

სხვადასხვა მედიაზე დაყრდნობით ანალიტიკოსები კოტირების ზრდას უნციაზე $2500-მდე პროგნოზირებენ.

Livermore Partners-ის დამფუძნებელი დევიდ ნოიჰაუზერი თვლის, რომ ამ მაჩვენებელმა შეიძლება, 2500 დოლარს მიაღწიოს მომავალი წლის ბოლოსთვის. ეს დიდწილად განპირობებულია იმით, რომ რეცესიული ფაქტორები შესაძლოა, წლის ბოლოსკენ გაძლიერდეს და ეს პროცესი 2024 წლამდე გაგრძელდეს. 

”დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს რამდენიმე წელიწადში ჩვენ ვიხილავთ ერთ უნცია ოქროზე $2,500-ს ”, - თქვა Wheaton Precious Metals-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რენდი სმოლვუდმა და რეცესიის სიგნალებზე მიუთითა. 

ამჟამინდელი ფასის რეკორდი დაფიქსირდა 2020 წლის 7 აგვისტოს - $2,072.5 ტროას უნციაზე.

„ვფიქრობ, რომ ერთი უნცია ოქროს ღირებულება $2,100-ს მიაღწევს 2023 წლის ბოლოს ან 2024 წლის დასაწყისში“, - თქვა TD Securities-ის მმართველმა დირექტორმა ბარტ მელექმა და დასძინა, რომ მისი პროგნოზი ეფუძნება ვარაუდს, რომ ფედერალური ბანკი განაკვეთის ზრდას შეაჩერებს.

ოქროზე ბოლო 12 თვის განმავლობაში ფასის ზრდის დინამიკა განვითარდა, - თქვა მელექმა. მისი აზრით, ეს მიუთითებს ძვირფასი ლითონის სტაბილურობაზე საპროცენტო განაკვეთების ზრდის ფონზე და მის ღირებულებაზე, როგორც სანდო აქტივზე, რომელიც უზრუნველყოფს ინფლაციისგან დაცვას.

გასული კვირის ბოლოს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე Comex-ზე ოქროზე დეკემბრის კონტრაქტების კოტირება გაიზარდა 0,1%-ით და ტროას უნციაზე 1,951 დოლარი შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები