USD 2.8153

EUR 2.9482

TRY 0.0773

GBP 3.5569

RUB 0.031989

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ამერიკული Abrams-ის პირველი ტანკები უკრაინაშია

ამერიკული Abrams-ის პირველი ტანკები უკრაინაშია

2023-09-25 17:20:00

პირველი ამერიკული წარმოების Abrams-ის ტანკები უკრაინაში გასულ კვირას ჩავიდა, წერს The New York Times  აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის თანამოსაუბრეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საუბარია მხოლოდ უკრაინას დაპირებული ჯავშანტექნიკის პირველ ერთეულებზე, მათი რაოდენობის დაზუსტების გარეშე. მეტი მიწოდება მოსალოდნელია უახლოეს თვეებში.

საერთო ჯამში, შეერთებული შტატები აპირებს უკრაინაში 31 აბრამსის ტანკის გადაყვანას, რაც ერთი სატანკო ბატალიონია 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ქვეყანაში პირველი Abrams-ის ტანკების ჩამოსვლას „კარგი ამბავი“ უწოდა.

„მადლობა მოკავშირეებს შეთანხმებების შესრულებისთვის! ჩვენ ვეძებთ ახალ კონტრაქტებს, ვაფართოებთ მომარაგების გეოგრაფიას“, - წერს ზელენსკი ტელეგრამაში.

შეერთებულმა შტატებმა პირველად იანვარში გამოაცხადა Abrams-ის ტანკების უკრაინისთვის გადაცემის გეგმები. მაისში გერმანიაში დაიწყო უკრაინელი სამხედროების წვრთნა ტანკების კონტროლისთვის. აგვისტოს დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად დაამტკიცა ტანკების პირველი პარტია უკრაინაში გაგზავნის საკითხი.

სექტემბრის დასაწყისში აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ Abrams-ის ტანკებისთვის გაფუჭებული ურანის ჭურვები უკრაინაშიც გადაიგზავნება.

 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები