USD 2.8004

EUR 2.8889

TRY 0.0777

GBP 3.4607

RUB 0.029184

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში საუნივერსიტეტო სასტიპენდიო პროგრამას აცხადებს

ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში საუნივერსიტეტო სასტიპენდიო პროგრამას აცხადებს

2023-08-23 18:01:08

ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში საუნივერსიტეტო სასტიპენდიო პროგრამას აცხადებს. 

„წელს პირველად მივანიჭებთ 20 ან 30 სტიპენდიას იმ ოჯახების სტუდენტებს, რომლებიც სარგებლობენ სახელმწიფო მიზნობრივი სოციალური დახმარებით, რომლებსაც უმაღლესი ქულები აქვთ უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდებში.

გარდა უნივერსიტეტის სწავლის საფასურისა, ჩვენ ასევე ნაწილობრივ დავუფინანსებთ ცხოვრების ხარჯებს და დავეხმარებით სტუდენტებს სხვა მიმართულებით.

ამერიკის სავაჭრო პალატა წარმოადგენს ბიზნეს სექტორში მოღვაწე ადამიანთა ჯგუფს, რომელთა მთავარი მიზანია დემოკრატიული, ღია და დასავლური ორიენტაციის საქართველოს გაძლიერება.

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნებისთანავე, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა“, - ნათქვამია განცხადებაში. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები