USD 2.8761

EUR 2.9929

TRY 0.0804

GBP 3.5776

RUB 0.029468

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ამ ქვეყანაში ვინც რუსულ პროპაგანდას ატარებს არის „ნაციონალური მოძრაობა“ -  კახა კალაძე

ამ ქვეყანაში ვინც რუსულ პროპაგანდას ატარებს არის „ნაციონალური მოძრაობა“ - კახა კალაძე

2023-03-17 14:59:26

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, საქართველოში რუსული პროპაგანდის გამტარებელი „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული მედიასაშუალებები არიან.

 

ის არ დაეთანხმა კონკრეტული მედიასაშუალების ჟურნალისტის შეფასებას, თითქოს „ქართული ოცნების“ წევრები ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებენ.

 

„ამ ქვეყანაში ვინც რუსულ პროპაგანდას ატარებს ხართ თქვენ და თქვენი პოლიტიკური პარტია -„ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც ქვეყნის 20% რუსებს ჩააბარა. სამარცხვინო იყო, როგორ გარბოდნენ ისინი წითელ ხიდზე. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც დაღუპული ჯარისკაცები მიატოვეთ და გამოიქეცით, შემდეგ მოღალატეობრივ რეზოლუციას მოაწერეთ ხელი“, - განაცხადა კალა კალაძემ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები