საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლების ნაწილი აკრიტიკებს პარლამენტის მიერ „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტების განხილვას და მიღებას. ისინი მიიჩნევენ, რომ კანონის მიღება ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ინტერესებს და აზიანებს საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის პროცესს.
„ჩვენ, საჯარო მოხელეები, ვითვალისწინებთ რა, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში ცხადად დაფიქსირებულ საქართველოს გეოპოლიტიკურ ვექტორს, რომელიც მრავალ საუკუნეთა განმავლობაში განისაზღვრა ქართველი ერის მიერ ჩამოყალიბებული ისტორიულ-სამართლებრივი მემკვიდრეობის მიხედვით, მიგვაჩნია, რომ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, როგორც გარანტი სახელმწიფოს თავისუფლებისა და დემოკრატიული განვითარებისა, ბოჭავს ნებისმიერი დროის ხელისუფალს, იმოქმედოს ამ მიზნის უზრუნველსაყოფად“, - წერია განცხადებაში, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს 15 თანამშრომელი აწერს ხელს.
„იმ პირობებში, როდესაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტები, მათი ინიცირების დროის, ფორმისა და კონტექსტის გათვალისწინებით, ქვეყანაში საზოგადოების პოლარიზაციის გაღრმავების გამომწვევი გახდა, იმავდროულად კი, კანონის პროექტებთან დაკავშირებით საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურებები მკვეთრად ნეგატიურია, მიუთითებენ რა კანონის პროექტების ევროკავშირის ღირებულებებთან და ძირითად პრინციპებთან შეუთავსებლობაზე, მივიჩნევთ, რომ ნახსენები კანონის პროექტების მიღება ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ინტერესებს და აზიანებს საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის პროცესს“, - წერია განცხადებაში.
„განცხადების ხელმომწერები, ვაცნობიერებთ რა კანონპროექტის შინაარსსა და მისგან მომდინარე საფრთხეებს, აღნიშნული განცხადების გამოქვეყნებით ვსარგებლობთ საქართველოს კონსტიტუციით დაცული გამოხატვის თავისუფლებით და ვაფიქსირებთ ჩვენს მოქალაქეობრივ პოზიციას“, - წერენ საკონსტიტუციოს თანამშრომლები.
ხელმომწერები არიან:
რადიო „თავისუფლება“
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი