„ალტე უნივერსიტეტსა“ და „ეკონომიკურ ფორუმს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მეომორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს უნივერსიტეტის პრეზიდენტმა რამაზ კუკულაძემ და „ეკონომიკური ფორუმის“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა. მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტი ხდება „ეკონომიკური ფორუმის“ პროექტის „ინსაიდერული დისკუსიები აქტუალურ გამოწვევებზე“ აკადემიური პარტნიორი. ამავდროულად, თანამშრომლობის ფარგლებში „ეკონომიკური ფორუმი“ უზრუნველყოფს უნივერსიტეტის პარტნიორ ორგანიზაციად ჩართულობას ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, „ეკონომიკური ფორუმის“ მთავარი საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორ ,,Foundation Institute for Eastern Studies“-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ღონისძიებებში (ფორუმი, დისკუსია, კონფერენცია), მათ შორის, კარპაჩის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში.
თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების განხორციელებას ახალგაზრდა თაობის ფინანსური და ბიზნეს განათლების მიმართულებით. ამავდროულად, მემორანდუმით მოაზრებულია ეკონომიკური ფორუმის მიერ განხორციელებულ პროექტებში „ალტე უნივერსიტეტის“ ბიზნესის სკოლის სტუდენტების სტაჟირების და დასაქმების უზრუნველყოფა.
„ეკონომიკური ფორუმი“ 2022 წლის ოქტომბერში დაფუძნდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით. „ეკონომიკური ფორუმი“ უზრუნველყოფს სახელმწიფო, კერძო, აკადემიურ და ანალიტიკურ სექტორს შორის მაღალი რანგის დისკუსიების გამართვას, რომლის მთავარი მიზანია საქართველოს წინაშე არსებული ეკონომიკურ პოლიტიკასთან, განათლებასთან და ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული გამოწვევების გაანალიზება.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში