Business Insider Georgia-სა და ალტე უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს უნივერსიტეტის პრეზიდენტმა რამაზ კუკულაძემ და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა.
მემორანდუმი ითვალისწინებს ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლების გაღრმავებისა და პოპულარიზაციის ხელშემწყობი აქტივობების ინიცირებას, რომელიც მოიცავს სხვადასხვა საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტის, კონფერენციის, ვორქშოფის, სემინარის, ტრენინგისა და დისკუსიის ერთობლივად დაგეგმვა-განხორციელებას, მათ შორის ერთობლივი საგანმანათლებლო პროდუქტების შემუშავებას.
თანამშრომლობის ფარგლებში Business Insider Georgia უზრუნველყოფს უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტების სტაჟირებასა და დასაქმებას, განსაკუთრებით ფინანსური განათლებისა და Insider Weekend-ის მიმართულებით. ამავდროულად, Business Insider Georgia-ს ახალი მიმართულების Business Intelligence & Analytics ფარგლებში დაგეგმილია ერთობლივი პროექტების განხორციელება ბიზნესის, ეკონომიკის, განათლების კვლევების მიმართულებით. შესაბამისად, გათვალისწინებულია ერთობლივ პროექტებში უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ჩართულობაც.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში