PET პრეფორმების ქართულ ბაზარზე ლიდერმა კომპანია ,,ალფა პეტმა“/ Alfa Pet პლასტიკური ბოთლების ნახევარფაბრიკატების პარალელურად რძის პროდუქტების ტარას (IML ჭიქა) წარმოება დაიწყო.
როგორც კომპანიის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლიკა დოლმაზაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, IML- ჭიქა, ბაზარზე ნოვატორული პროდუქტია და ქართულ წარმოებაში ანალოგი არ ჰყავს.
მისი ინფორმაციით, წარმოებაში კომპანია ყოველთვის იყენებს პოლიეთილენტერეფტალატის მაღალხარისხიან გრანულებს. გარდა ამისა, აქვს საკუთარი აირის ქრომატოგრაფი და შესაძლებლობა, რომ თითოეული მიწოდება ანალიზის სერტიფიკატით უზრუნველყოს.
„პლასტიკური ბოთლების ნახევარფაბრიკატების წარმოების დიდი ნაწილის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება. გარკვეული რაოდენობით ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებში გადის. წარმოებაში ვიყენებთ პოლიეთილენტერეფტალატის მაღალხარისხიან გრანულებს. ყველა ტიპის ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელთან, ასევე რძისა და რძის პროდუქტების კომპანიებთან ვთანამშრომლობთ.
ამ ეტაპზე „ალფა პეტში“ ხუთი სხვადასხვა გრამაჟის რძის პროდუქტების ტარას ვაწარმოებთ, რაც კომპანიის ახალი მიმართულებაა.
IML ჭიქა მაღალი ხარისხის ნედლეულით არის დამზადებული. ჯამში წლიური წარმოება 500 მილიონი ერთეულია. ვფიქრობთ, რადგან წარმოების სპეციფიკიდან მოთხოვნა ყოველთვის მზარდი იქნება“, - ამბობს ლიკა დოლმაზაშვილი.
ამ ეტაპზე კომპანიაში 71 ადამიანია დასაქმებული.
ცნობისთვის, „ალფა პეტი“ 2007 წელს ქალაქ რუსთავში დაფუძნდა. კომპანიის დამფუძნებლები არიან “ EBRD” (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) და ,,GEAR HOLDING,, (დიდი ბრიტანეთი).
კომპანია, წლის განმავლობაში 500 მლნ ერთეულ პლასტიკური ბოთლების ნახევარფაბრიკატებს (პეტ პრეფორმები) და რძის პროდუქტების ტარას აწარმოებს.
კომპანია 24/7-ზე მუშაობს და ულტრათანამედროვე მანქანებითაა აღჭურვილი. კანადური წარმოების “Husky Injection Moulding” მანქანები აწარმოებენ სხვადასხვა სახის PET პრეფორმებს, ხოლო შვეიცარიული კომპანია “Kraussmaffer” მანქანა რძის კონტეინერების წარმოებისთვის გამოიყენება.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში