USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ალდაგის სახლის დაზღვევას ველი სთორის საჩუქრები მოყვება

ალდაგის სახლის დაზღვევას ველი სთორის საჩუქრები მოყვება

2023-05-12 00:54:21

ალდაგში სახლის დაზღვევის პოლისით სარგებლობისას, მომხმარებლები, ველი სთორისგან საჩუქრებს მიიღებენ.

ალდაგისა და ველი სთორის პარტნიორობის ფარგლებში, მომხმარებლები, რომლებიც სახლის სრულ დაზღვევას შეიძენენ, ველი სთორისგან 150 ლარიან ვაუჩერით დასაჩუქრდებიან, არსებული მომხმარებლები, კი, რომლებსაც სახლი უკვე აქვთ ალდაგში დაზღვეული, 100 ლარიან ჩენაძენზე 20 ლარიან ფასდაკლებას მიიღებენ. შეთავაზებით სარგებლობა 16 ივნისამდეა შესაძლებელი;

"ალდაგის სახლის დაზღვევის პროდუქტი გამორჩეულია იმით, რომ მას ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი არ გააჩნია, რაც ნიშნავს, რომ სახლის სრულად დაზიანების შემთხვევაში მომხმარებელი სახლის საბაზრო ღირებულების შესაბამის თანხას სრულად მიიღებს. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ჩვენს მომხმარებლებს დაზღვევის საუკეთესო პირობები შევთავაზოთ, რომელსაც უამრავი საჩუქარი და უპირატესობა მოყვება, და დაზღვევას უფრო კომფორტულს ხდის", — აცხადებენ ალდაგში.

ალდაგის სახლის სრული დაზღვევა მოიცავს მეზობლის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევას და საიჯარო შემოსავლის დაზღვევას. გარდა ამისა, ის ფარავს სახლის არა მხოლოდ რემონტის, არამედ კარკასისა და შიგთავსის დაზიანების ხარჯებსაც, რაც მომხმარებელს ეხმარება მოულოდნელი ფინანსური რისკებისგან თავი სრულად დაიცვას. ალდაგის სახლის დაზღვევის შეძენა დაზღვევის მენეჯერის დახმარებით არის შესაძლებელი.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები