USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ალდაგის მხარდაჭერით უძრავი ქონების ყოველწლიური კონფერენცია ,,გრემო’’ გაიმართა

ალდაგის მხარდაჭერით უძრავი ქონების ყოველწლიური კონფერენცია ,,გრემო’’ გაიმართა

2023-06-02 15:57:53

სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხარდაჭერითა და საკონსულტაციო კომპანია ,,პროსპექტის” ორგანიზებით, საქართველოში უძრავი ქონების ყველაზე მასშტაბური ყოველწლიური კონფერენცია ,,გრემო’’ – 2023 გაიმართა, რომლის მიზანი უძრავი ქონების ინდუსტრიაში ინფორმაციის გაცვლა და გლობალური ტენდენციების გაზიარება იყო.

,,გრემო’’ ყოველწლიურად მთელი მსოფლიოდან ინდუსტრიის ლიდერებს, დარგის პროფესიონალებს, ინვესტორებსა და ინოვატორებს აერთიანებს. ღონისძიება ერთ-ერთი უნიკალური პლატფორმაა ცოდნის გაზიარებისთვის, საქმიანი კავშირების დამყარებისთვისა და უძრავი ქონების სექტორის განვითარებისთვის.

„მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ჩვენი პარტნიორებისთვის, მოქმედ და პოტენციურ მომხმარებლებისთვის გაგვეზიარებინა ჩვენი გამოცდილება და ხედვა  უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ რისკებზე. ალდაგი, როგორც კორპორატიული დაზღვევის კუთხით ლიდერი კომპანია, სამშენებლო ინდუსტრიაში მოქმედ კომპანიებს, მათზე მორგებულ სადაზღვევო პროდუქტებს სთავაზობს, რომლებიც მაქსიმალურად დაიცავს მათ, მშენებლობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპისა და მასშტაბის რისკებისგან.“ - აცხადებენ ალდაგში;

ალდაგის სამშენებლო რისკების დაზღვევა ფარავს სამშენებლო  მოედანზე ყველა გაუთვალისწინებელი და მოულოდნელი შემთხვევით გამოწვეულ მატერიალურ ზარალს. სადაზღვევო პოლისი ფარავს  ყველა რისკს, რომელიც სამშენებლო მოედნის ფარგლებში მოხდება, მათ შორის სამშენებლო ტექნიკის გარეგანი ზემოქმედებით მიყენებული დაზიანება, ხანძარი, აფეთქება, დაზღვეული საგნის გატაცება, ქურდობა, ყაჩაღობა, ძარცვა, სტიქიური მოვლენებით მიყენებული ზიანი;

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები