USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ახალი წლის ღამეს Pullman Tbilisi-ს სასტუმრო ნომრების 50%-ზე მეტი უკვე დაჯავშნილია

ახალი წლის ღამეს Pullman Tbilisi-ს სასტუმრო ნომრების 50%-ზე მეტი უკვე დაჯავშნილია

2023-11-03 19:00:14

ახალი წლის ღამეს Pullman Tbilisi-ს სასტუმრო ნომრების 50%-ზე მეტი უკვე დაჯავშნილია, ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თათია ჩიკვაიძემ განაცხადა. მისი თქმით, 2024 წლის შესახვედრად სასტუმროში დიდი მზადებაა და ჯავშნების რაოდენობაც მზარდია.

თათია ჩიკვაიძის თქმით, 31 დეკემბრის ღამეს Pullman Tbilisi Axis Towers-ში 3 მნიშვნელოვანი ივენთი შედგება.

„ახალი წლის ღამეს Pullman Tbilisi Axis Towers-ში 3 დიდ ღონისძიებას უმასპინძლებს: ერთ-ერთი ღონისძიება იქნება „სუხიშვილებისა“ და თიკა ბალანჩინის ბენდის კონცერტი, ფრანგულ რესტორანში გვეყოლება დავით ალადაშვილი და ნატალია ქუთათელაძე, თავიანთი ბენდით, ხოლო ჩვენს „სკაი ბარში“ გვეყოლება გრემზე ნომინირებული, ამერიკელი DJ Teri Hunter-ი“, - აცხადებს სასტუმროს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

თათია ჩიკვაიძე განმარტავს იმასაც, რომ სტუმრებმა საკმაოდ ადრე დაიჭირეს თადარიგი და ახალი წლის შესახვედრად საკმაოდ ბევრი ჯავშანი შედის Pullman Tbilisi Axis Towers-ში სომხეთიდან.

„Pullman Tbilisi Axis Towers-ში საახალწლოდ ძალიან ბევრი ჯავშანი შემოგვდის სომხეთიდან. ზოგადად საახალწლოდ სომხეთის მოქალაქეების ვიზიტები აქტიურად შეინიშნება და სტუმრები უმეტესად სასტუმროში რჩებიან. წელს კი საკმაოდ ადრე დაიჭირეს თადარიგი და უკვე ჯავშნიან.

31 დეკემბრის ღამეს  სასტუმრო ნომრების 50%-ზე მეტი უკვე დაჯავშნილია“,- აცხადებს თათია ჩიკვაიძე.

Axis Towers-ის შუშის კოშკში განთავსებული Pullman Tbilisi უმსხვილესი ფრანგული ბრენდის Accor-ის ჯგუფში შემავალი 5*-იანი სასტუმროა, რომელიც გათვლილია ძირითადად ბიზნეს ტურისტებზე. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები