USD 2.7766

EUR 3.0162

TRY 0.076

GBP 3.5896

RUB 0.031561

ახალი კომპლექსის მშენებლობას „თალასა ჯგუფი“ 2024 წლის დეკემბერში დაასრულებს

ახალი კომპლექსის მშენებლობას „თალასა ჯგუფი“ 2024 წლის დეკემბერში დაასრულებს

2023-09-01 09:00:04

მწვანე კონცხის ულამაზეს ფერდობზე ,,თალასა ჯგუფის"/Thalassa Group  მიმდინარე მშენებლობა 2024 წლის დეკემბერში დასრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia- თან ,,თალასა ჯგუფის“ ფინანსურმა დირექტორმა თამარ ლომიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მოთხოვნა სტაბილურია და ამ დროისთვის ბინების 10% გაყიდულია.

„მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა მაისში დავიწყეთ. ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა გარემოში მიმდინარეობს მშენებლობა, რომელშიც მაღალი ხარისხის მასალებია გამოყენებული. შენობა ენერგოეფექტურობაზეა გათვლილი. ამ ეტაპზე ბინების 10% გაყიდულია,

სტაბილურად იზრდება მოთხოვნა. ბინები წარმოდგენილია პანორამული ხედით ზღვაზე, ბოტანიკურ ბაღსა და მთებზე. ეს არის პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც ზღვიდან 800 მეტრის დაშორებით, მწვანე კონცხის ფერდობზეა", - ამბობს თამარ ლომიძე.

„თალასა ჯგუფის" კომპლექსი 110 ბინას მოიცავს. საცხოვრებელი ბინის ფართი 47მ2-დან 96.1მ2-მდეა. რაც შეხება ფასს, 850 დან 2000 დოლარამდეა სართულის და ხედის მიხედვით. კომპანიაში 15 ადამიანია დასაქმებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები