საპროექტო-სამშენებლო კომპანია ,,სპეტქრუმი" ფართოვდება. უახლოეს პერიოდში კომპანია ახალი ოფისის გახსნას და თანამშრომლების გაორმაგებას აპირებს.
„სპექტრუმის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი სოფო კოტრიკაძე Business Insider Georgia- ამბობს, რომ კომპანიის გეგმა განპირობებულია მოთხოვნის ზრდით, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებს უკავშირდება.
„სპექტრუმი“ ერთ-ერთი მსხვილი არქიტექტურული კომპანიაა საქართველოში, რომელიც წარმატებით ახდენს ინტელექტის ექსპორტს და გლობალურ ბაზრებზე შესრულებული პროექტებით გამოირჩევა.
„მომხმარებელს არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინის და ქალაქ-გეგმარების სერვისს ვთავაზობთ. ასევე გვაქვს სამშენებლო მიმართულება - ვაშენებთ ჩვენსავე დაპროექტებულ ობიექტებს, დამკვეთის სურვილის შემთხვევაში. პროექტები ხორციელდება როგორც საქართველოში,ისე მსოფლიოს მასშტაბით; მათ შორის, ავსტრალიაში, აშშ-ში, გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში და სხვა. ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ საქართველოს სახელი და მოვახდინოთ ინტელექტის ექსპორტი, რაც საშუალებას გვაძლევს ვიმუშაოთ მასშტაბურ, გამორჩეულ და საინტერესო პროექტებზე. აღსანიშნავია, რომ შესრულებული პროექტების 70% სწორედ გლობალურ პროექტებზე მოდის, რასაც განაპირობებს შესრულების მაღალი ხარისხი და სანდოობა კომპანიის მიმართ", - აცხადებს სოფო კოტრიკაძე.
რაც შეეხება სამომავლო გეგმას, „სპექტრუმის“ ახალი ოფისი დაახლოებით 2 თვეში გაიხსნება.
„ოფისის ზრდის პარალელურად ორმაგდება თანამშრომელთა რაოდენობაც. ამის საჭიროება განპირობებულია მზარდი მოთხოვნით, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ადგილობრივ ბაზარზეც. საშუალოდ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გვაქვს მიმდინარე და ახალი პროექტების 120%-იანი მატება გვაქვს.
ვიწყებთ მუშაობას არაერთ საინტერესო და მასშტაბურ პროექტზე, რაც გუნდში ახალი კადრების საჭიროებას ზრდის", - ამბობს ,,სპექტრუმის" წარმომადგენელი Business Insider Georgia- თან.
ამ ეტაპზე ,,სპექტრუმში" 50-მდე ადამიანია დასაქმებული. შეგახსენებთ, რომ „სპექტრუმი“ წარმოადგენს სრულად ინტეგრირებულ საპროექტო-სამშენებლო კომპანიას, რომლის მომსახურების სფერო მოიცავს არქიტექტურას, ინტერიერის დიზაინს, ქალაქ-გეგმარებას და მშენებლობას.
ამდენად, კომპანიას დღემდე არაერთი გამორჩეული კომერციული თუ საცხოვრებელი პროექტი აქვს განხორციელებული საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში