ფრანგული საავტომობილო ბრენდის Citroën-ის ახალ მოდელს C4 X-ს მარტივად გამოარჩევთ, ის დახვეწილი და დაბალანსებული აეროდინამიკური ფომრებით საკმაოდ განსახვავებული მოდელია მის კლასში, რომელიც თამამად იზიარებს მსოფლიო ელექტროფიკაციის ტენდენციას და ამ მხრივ 100% ელექტრო სეგმენტსაც უერთდება.
სიტროენისეული კომფორტის ტრადიციული ხედვა მასში მკვეთრად შეინიშნება, თუმცა სიახლეებიც უხვად არის წარმოდგენილი, როგორც ფუნქციურად ისე სტილისტური თვალსაზრისით. მაღალ და ჰორიზონტალურ კაპოტს მსუბუქად ჩაზნექილი ხაზები დაყვება, ორმაგი განათების სისტემა კი მის ენერგიულ ხასიათზე მიგვანიშნებს.
დიზაინის კულმინაციას მოდელის უკანა მხარე წარმოადგენს, სადაც მკვეთრი ფორმები გემოვნებით ესადაგება მაშუქების განლაგებას, რაც მთლიანობაში ავტომობილს დინამიკურ გარეგნობას სძენს.
ახალ C4 X-ის ინეტრიერი ნათელი, მყუდრო და საკმაოდ ფართოა. ის იმდენად კომფორტულია , რომ თავს როგორც საკუთარ სახლში ისე გაგრძნობინებთ. განიერი სავარძლები, გამარტივებული მართვის 20-მდე დამხმარე სისტემა და მულტიფუნქციური ბორტ კომპიუტერი ორიენტირებულია როგორც მძღოლის ისე მგზავრის უსაფრთხოების, სიმშვიდის და კომფორტის შექმნაზე.
ახალი C4 X საქართველოში Citroën -ის ოფიციალურ ცენტრში უკვე ხელმისაწვდომია, როგორც ბენზინის ისე დიზელის ძრავით. მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს სიტროენის სრულად ახალი, თანამედროვე შურუმი გაიხსნება, სადაც ელექტრო მოდელიც იქნება წარმოდგენილი.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში