USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ახალი აეროპორტი სახელმწიფოს საკუთრებაში იქნება, ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ უნდა იყოს - ირაკლი ღარიბაშვილი

ახალი აეროპორტი სახელმწიფოს საკუთრებაში იქნება, ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ უნდა იყოს - ირაკლი ღარიბაშვილი

2023-06-30 20:03:40

ახალი აეროპორტი სახელმწიფოს საკუთრებაში იქნება, ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისახელმწიფოს კონტროლის ქვეშ უნდა იყოს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლიღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

 

 

პრემიერ-მინისტმა აღნიშნა, რომ ქვეყნის საავიაციო ჰაბად გარდასაქმნელად სახელმწიფოს როლიგანმსაზღვრელი უნდა იყოს.

 

მთავრობის მეთაურმა თურქეთის რესპუბლიკის მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ იქ რამდენიმეკონსორციუმი შეიქმნა და სახელმწიფოს როლი განმსაზღვრელია.

 

„რაც შეეხება თქვენს კითხვას, აეროპორტი იქნება თუ არა ჩვენს საკუთრებაში - დიახ. ეს თავშივევთქვით, რომ აუცილებელია, რომ ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები იყოს სახელმწიფოსკონტროლის ქვეშ და კუთვნილებაშიც მათ შორის. რა თქმა უნდა, შეიძლება მანდ გარკვეულიპროცენტები გავასხვისოთ, შემოვიყვანოთ დიდი ინვესტორები, მაგრამ უნდა შევინარჩუნოთ ბერკეტებიდა არა ისე როგორც დღეს არის. მე რა თქმა უნდა, საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს არსებულიინვესტორის, ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ, მაგრამ საერთოდ უკეთესია, მითუმეტეს, ჩვენ გვინდაპოზიციონირება როგორც ჰაბის, გავხდეთ ცენტრი და ერთ-ერთი ცენტრალური პოზიცია დავიკავოთ ამრეგიონში და გვინდა რომ ქვეყანა გარდავქმნათ  რეალურად საავიაციო ჰაბად, ისე, როგორც გააკეთათურქეთმა,  მაგალითად და იქ რამდენიმე კონსორციუმი შეიქმნა და რა თქმა უნდა სახელმწიფოს როლიარის განმსაზღვრელი. ჩემი პასუხიც ეგ არის. ასე იქნება ანაკლიის პორტზეც. მანდ ჩვენ გვექნება ჩვენიხელი და ასე ვთქვათ ჩვენი კონტროლი",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები