USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ახალი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო შეკვეთილში - VR Holding-ი VR Shekvetili Forest Beach by Paragraph-ის პროექტს განახორციელებს

ახალი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო შეკვეთილში - VR Holding-ი VR Shekvetili Forest Beach by Paragraph-ის პროექტს განახორციელებს

2023-12-12 16:06:09

VR Holding-სა და „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 
VR Holding-ი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს დეველოპერულ პროექტს ახორციელებს. საუბარია VR Shekvetili Forest Beach by Paragraph-ზე, რომლის საინვესტიციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, 40 ჰა ტერიტორიაზე, ყველასთვის კარგად ცნობილი სასტუმრო Paragraph Shekvetili-ს გვერდით განხორციელდება.
პროექტი აერთიანებს პრემიუმ ხარისხის ვილებს, რამდენიმე 5 ვარსკვლავიან საცხოვრებელ კომპლექსს, სასტუმრო და ბრენდირებულ აპარტამენტებს. იგი გულისხმობს უნიკალური ტურისტული კომპლექსის მშენებლობას მრავალფეროვანი საკურორტო ინფრასტრუქტურით - როგორიც არის ღია და დახურული ტიპის აუზები, ფეხბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის, ქვიშის ფრენბურთის და პადელის მოედნები, SPA & Wellness ცენტრი, გასართობი და რეკრეაციული სივრცეები. ეკოლოგიურად სუფთა კომპლექსში გადაადგილება შესაძლებელი იქნება ველო და გოლფის მანქანებისთვის განკუთვნილი ბილიკების გამოყენებით და ეკომეგობრული ტრანსპორტით.
VR Shekvetili Forest Beach by Paragraph საკუთარ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის ინფრასტრუქტურას და გამორჩეულ მომსახურებას შესთავაზებს. პროექტი განხორციელდება „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდთან“ ურთიერთთანამშრომლობით Paragraph-ის ბრენდის მოთხოვნების და გამოცდილების გათვალისწინებით რაც დაამკვიდრებს ახალ, გამორჩეულ სტანდარტს უძრავი ქონების და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში. 
„საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი“ ჩართული იქნება მისი ბრენდის - Paragraph-ის
მოთხოვნებთან პროექტის შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის, ასევე VR Holding-სთვის სასტუმროების მშენებლობის და მართვის სფეროში დაგროვილი გამოცდილების გაზიარების მიზნით.
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები