USD 2.8761

EUR 2.9929

TRY 0.0804

GBP 3.5776

RUB 0.029468

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
AI-ის მიერ შექმნილი Ryanair-ის თვითმფრინავების მომავალი

AI-ის მიერ შექმნილი Ryanair-ის თვითმფრინავების მომავალი

2023-10-22 22:23:58

Twitter-ის მომხმარებელმა (ამჟამად X) მარიუს ნიკოლესკუმ (Marius Nicolescu) ხელოვნურ ინტელექტს სთხოვა (AI) „Ryanair-ის თვითმფრინავების მომავალი“ შეექმნა. შედეგი მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

AI-ის მიერ შექმნილ სურათზე, თვითმფრინავში ადგილები ოთხ სართულზეა მოწყობილი. როგორც ჩანს, ბარგის თაროები მოიცავს სამ იარუსს. “ეს არ გამიკვირდა”, – წერს ნიკოლესკუ. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ხუმრობით გამოეხმაურა: „ძალიან ბევრი ფანჯარა“.

 

Ryanair უკვე დიდი ხანია მხარს უჭერს თვითმფრინავებზე ადგილების რაოდენობის ზრდის იდეას. ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ ო’ლირიმ ფეხზე მდგომი ადგილების ტესტირებაც კი დაანონსა, მაგრამ საავიაციო მარეგულირებლებმა ეს იდეა არ მოიწონეს. ახლა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ცდილობს მიიღოს ახალი თვითმფრინავები დამატებითი ადგილებით. ერთ-ერთი მათგანი (189-ის ნაცვლად 197 ადგილით) უკვე შემუშავებულია Boeing-ის მიერ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები