შვეიცარიული აგრარული სკოლა „კავკასია“ წარმოების მასშტაბს ზრდის. რძის პროდუქტების ასორტიმენტის გაფართოებასთან ერთად, სკოლის ბაზაზე საქონლის ფერმის მიმართულებაშიც სიახლეა.
სულ ახლახან რიგით მეორე ფერმა გახსნეს. ამის შესახებ Business Insider Georgia- თან შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიის“ დირექტორმა თინათინ მახარაძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, კოლეჯი 2 წელია, ფუნქციონირებს. ავტორიზებულია განათლების სამინისტროს მიერ და ორ პროფესიულ პროგრამის - ფერმერისა და რძის პროდუქტების წარმოების პროცესის სწავლას ახორციელებს.
„საგანმანათლებლო მიმართულებით საქმიანობა 2021 წელს დავიწყეთ. გვაქვს როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი კურსები, რომელზეც მუდმივად მზარდი მოთხოვნაა.
გრძელვადიან კურსებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის უჭირთ, რადგან სწავლა ორწლიანია და ამ ხნის განმავლობაში დმანისში უნდა იცხოვრონ. თუმცა ჩვენ არ ვიღებთ ბევრ სტუდენტებს, ვინაიდან ძირითადად ინდივიდუალური სწავლება მიმდინარეობს. კოლეჯის ბაზაზეა ყველის საწარმო და მესაქონლეობის ფერმა, რომელიც დმანისის მუნიციპალიტეტში, სარკინეთის გვერდით სოფელში გავხსენით. 40-მდე სხვადასხვა ჯიშის ძროხა დავამატეთ. ვცდილობთ, რომ პერიოდულად გაიზარდოს მსხვილფეხა პირუტყვის რაოდენობა.
შესაბამისად, იზრდება ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქტის მოცულობაც, გაყიდვებში წელს 200-300%- იანი ზრდაა. რაც შეეხება რეალიზაციას, პროდუქტს ძირითადად ადგილობრივად ბაზარზე ვყიდით - ,,ბლაუნშტაინში“, „გუდვილსა“ და სხვა ქსელურ მარკეტებში, ასევე პატარა ნიშნულ მაღაზიებში, სასტუმროებსა და რესტორნებში“, - ამბობს თინათინ მახარაძე.
თეორიულ სწავლებასთან ერთად, კოლეჯის სტუდენტები ეუფლებიან პრაქტიკული განათლებასაც. ამ მიზნით, კოლეჯის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს მეცხოველეობის ფერმა და შვეიცარიული სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე ყველის ქარხანა.
პროფესიონალი მასწავლებლების მეთვალყურეობით სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, თავად წარმართონ ფერმის ყოველდღიური საქმიანობა, დაამზადონ საკვები ფერმისთვის, იმუშაონ ლაბორატორიაში, გადაამუშაონ რძე და დაამზადონ მაღალი ხარისხის რძის პროდუქტები. შეგახსენებთ, რომ შვეიცარიული აგრარული სკოლა ,,კავკასია“ საქართველოს პროფესიული განათლების სფეროში, უპრეცედენტო არაკომერციული კერძო ინიციატივაა, რომელიც მიხეილ სვიმონიშვილის, თინათინ მახარაძისა და მათი შვეიცარიელი თანამოაზრის ფილიპ ეგერის რამდენიმე წლიანი მუშაობის შედეგია.
თინათინ მახარაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სასწავლო კურსს 14 სტუდენტი გადის, აქედან 7 წელს ამთავრებს და ყველა მათგანს მიღებული ცოდნით საკუთარი მეურნეობის განვითარება აქვს დაგეგმილი.
ახალი სასწავლო წლისთვის რეგისტრაცია დღეიდან, 22 მაისიდან დაიწყო.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში