ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ თემებს კომპანია აგრითაჩი საგრანტო პროგრამების თუ დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ საკონსულტაციო მომსახურებას გაუწევს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „აგრითაჩი“ USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის ხელშეწყობით, ხელს შეუწყობს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე თემების მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSME) ფინანსურ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.
„პროექტის ფარგლებში აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს საშუალება ექნებათ ჩვენი კომპანიისგან მიიღონ საკონსულტაციო მომსახურება სხვა და სხვა საგრანტო პროგრამების თუ დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ. ჩვენი კომპანია მათ დაეხმარება ფინანსების მოძიებაში და აღნიშნულის მისაღებად საჭირო პროცესების დაგეგმვაში თუ განხორციელებაში“, აცხადებენ კომპანიაში.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში