USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ადგილობრივი მეწარმეების განვითარებას ყველის წარმოების სეგმენტში  ფალსიფიკაცია აფერხებს - „შირაქის“ დამფუძნებელი

ადგილობრივი მეწარმეების განვითარებას ყველის წარმოების სეგმენტში ფალსიფიკაცია აფერხებს - „შირაქის“ დამფუძნებელი

2024-01-01 22:49:00

ყველის წარმოებაში ბრუნვა დაახლოებით 20%-ზე მეტით შეგვიმცირდა, ახალ ბაზრებზე არ გავსულვართ, თუმცა არსებული შევინარჩუნეთ, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანია „შირაქის“ დამფუძნებელმა ნიკოლოზ ბენიაიძემ განუცხადა.

მეწარმე კომპანიის ბრუნვის შემცირების მთავარ მიზეზად ფალსიფიკაციას ასახელებს.

„ბაზარზე ჭარბობს ფალსიფიცირებული რძის პროდუქტები, მათ შორის ყველი რაც გაცილებით იაფია და მომხმარებლები შეჰყავთ შეცდომაში. გამორიცხულია იმ ფასად, რაც ბაზარზეა ნედლი რძისგან დავამზადოთ პროდუქტი, რასაც ყველი ჰქვია. სადაც მცენარეული ფხვნილი და ცხიმია გამოყენებული, ის უკვე აღარ არის სუფთა პროდუქტი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხელის შემშლელი რაც ადგილობრივი მეწარმეების განვითარებას აფერხებს არის ფალსიფიკაცია ყველის წარმოების სეგმენტში“, - ამბობს ნიკოლოზ ბენიაიძე.

მისი თქმით, 2023 წელს ამ პრობლემის გამო საწარმომ წარმადობაც შეამცირა.

„წარმადობა შევამცირეთ, რადგან იმ რაოდენობით აღარ იყიდება. არაჯანსაღი კონკურენციაა, არის უამრავი დაურეგისტრირებელი საწარმო, რომელთაც ბაზარზე პროდუქცია გამოაქვთ და მომხმარებელი შეცდომაშია შეყვანილი. ქვეყანაში დემპინგურ ფასად ირანიდან და ბელორუსიდან ძალიან იაფფასიანნი რძის ფხვნილი, რომლითაც ამზადებენ ყველს და აქედან ხდება ძირითადად ფალსიფიკაცია, რაც არაჯანსაღ კონკურენციას იწვევს“, - ამბობს მეწარმე.

რაც შეეხება გასაღების ბაზრებს, „შირაქის“ პროდუქცია გადის აშშ-ში, მცირე შეკვეთები აქვთ დუბაიდან და საფრანგეთიდან.

„ჩვენი ძირითადი სამიზნე ბაზარი არის საქართველო და ჩვენი მიზანიც ისაა, რომ მოსახლეობამ მიირთვას ნედლ რძეზე დამზადებული პროდუქტები“, - ამბობს შირაქის დამფუძნებელი.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები