USD 2.8004

EUR 2.8889

TRY 0.0777

GBP 3.4607

RUB 0.029184

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აჭარის რეგიონში კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ ადგილობრივი ბიზნეს სექტორის და მოქალაქეებისთვის შეხვედრები გაიმართა

აჭარის რეგიონში კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ ადგილობრივი ბიზნეს სექტორის და მოქალაქეებისთვის შეხვედრები გაიმართა

2023-08-31 15:15:03

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენელმა აჭარაში, ტარიელ გიორგაძემ და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დირექტორმა, ედნარ ბოლქვაძემ ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის, ქობულეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის და  ადგილობრივი ბიზნესის  წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.

სამუშაო შეხვედრების ფარგლებში განხილულ იქნა კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული რეფორმები და  მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმები. ღონისძიებები დიალოგის, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომელიც აჭარის მთავრობისა და რეგიონის მუნიციპალიტეტების ჩართულობით, მხარდაჭერით გაიმართა. 

აჭარის რეგიონში გამართული ღონისძიებების მიზანი იყო მოქალაქეების და ადგილობრივი ბიზნეს სექტორის მაქსიმალური ინფორმირება, დიალოგის ფორმატში არსებული გამოწვევების და შესაძლებლობების განხილვა, კონკურენციის კანონმდებლობის და მომხმარებლის უფლებების დარღვევის შემთხვევაში სააგენტოსთან მიმართვის მექანიზმების გაცნობა.

ამ დროისთვის, კონკურენციის ეროვნული სააგენტო, ქ. ბათუმში, კვებითი  მომსახურების სექტორში, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტზე, საკითხის სწავლობს. თემა ეხება - 11 მოვაჭრის მიერ, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, კაფე-ბარებში, მხოლოდ უცხო ენაზე მომსახურებას.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები