USD 2.8761

EUR 2.9929

TRY 0.0804

GBP 3.5776

RUB 0.029468

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აჭარას კიდევ ერთი ტურისტული ობიექტი Panorama Batumgora შეემატა

აჭარას კიდევ ერთი ტურისტული ობიექტი Panorama Batumgora შეემატა

2023-07-24 16:00:36

აჭარას კიდევ ერთი ტურისტული ობიექტი შეემატა. 2 თვეა რაც მინი-სასტუმრო Panorama Batumgora გაიხსნა, რომელიც ქალაქ ბათუმის ცენტრიდან 3 კმ-ში, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან 8 კმ-ში მდებარეობს.

Panorama Batumgora 3 კოტეჯს აერთიანებს. კოტეჯები განლაგებულია ბათუმ  გორაზე, საიდანაც შთამბეჭდავი პანორამული ხედი იშლება ქალაქზე, მთებსა და ზღვაზე, ახლოს გადის ცნობილი ბათუმის საბაგირო გზა.

ელეგანტური კოტეჯები 2, 4 და 6 ადამიანზეა გათვლილი.  ფასი კი 250 ლარიდან იწყება.

როგორც Panorama Batumgora -ს მეპატრონე ირაკლი ცინცაძე აცხადებს, ტურისტული ობიექტი უკვე booking.com-ზეცაა წარმოდგენილი. 

„ჯავშნები ძალიან ცოტაა. არსებული კი ძირითადად უცხოელების მხრიდანაა. ლიდერობენ არაბული ქვეყნებიდან“, აცხადებს ცინცაძე. 

 Panorama Batumgora-ს მეპატრონის თქმით, ჯავშნების ნაწილი booking.com-ს მეშვეობით, ხოლო ნაწილი პირადი კონტაქტების და ტურისტულ კომპანიებთან თანამშრომლობის საფუძველზე მიიღეს. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები