USD 2.794

EUR 2.901

TRY 0.0776

GBP 3.4794

RUB 0.02884

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
90 - იანების წვეულება ვილა მოსავალში

90 - იანების წვეულება ვილა მოსავალში

2023-11-11 10:49:03

ჩაინიშნე 18 ნოემბერი ბავშვობის ტკბილი მოგონებების გასახსენებლად ყველასათვის საყვარელ მუსიკოსებთან და მომღერლებთან ერთად!

საღამოს მთავარი შოუ:

მერაბ სეფაშვილი

ქუჩის ბიჭები

აჩიკო მეფარიძე

თამუნა ამონაშვილი

ზუკა ხუციშვილი

თიკა ჯამბურია

წამყვანები:

ხატია შამუგია და ნიკა ლომიძე

ღონისძიებაზე მოსულ ყველა სტუმარს საშუალება ექნება მიიღოს გათამაშებაში მონაწილეობა. გათამაშების გამარჯვებულები ღონისძიების დასრულებამდე გამოვლინდებიან.

ღონისძიებაზე დაგეგმილია 90 - იანების გასართობი აქტივობები, შეჯიბრი ჯეირანში, წეროებში და სხვ.

სტანდარტული ბილეთით სტუმარს შეეძლება ისარგებლოს საერთო საცეკვაო სივრცით, ბარითა და ფუდ კორტებით. ასევე, მიიღოს სხვადასხვა გასართობ აქტივობაში მონაწილეობა.

სტუმარს სტანდარტული ბილეთის შეძენის გარდა შეუძლია, დაჯავშნოს მაგიდა მინიმუმ 5 პერსონაზე და ზევით. მაგიდის საფასურში კერძებთან და სასმელთან ერთად გათვალისწინებულია ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთებიც.

*გაითვალისწინეთ, მაგიდების რაოდენობა შეზღუდულია.

ღონისძიებაზე მოეწყობა 90 - იანების ნივთებისა და არტეფაქტების გამოფენა.

სურვილისამებრ, ღონისძიების დასრულებამდე, სტუმარს შეუძლია საგამოფენო სივრცეში წარმოადგინოს თავისი ნივთი და ასე გაუზიაროს ბავშვობა-ახალგაზრდობის მოგონებები სხვებს.

ვრცლად იხილეთ

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები